“შეჯამებაჲ (გასული) წლისაჲ”

და ჰრქუა მან დიდმა , ერთსა წელსა მაინც აწიე ერთი ადგილი და დაწერე პოსტი მსგავსი ამისა , ხოდა რამეთუ მან ჰრქუა მეც ავიღე კლავიატურა და დავიწყე წერაი წერილისაი : სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო

წერას აღარ ვაპირებს, სავარაუდოდ ეს ამა წლის პირველი და უკანასკნელი პოსტია. ვეცდები ქრონოლოგიურად მივყვე ამ წელს. 2014 წელი თუ ბოდიალის წელი იყო, 2015 კონცერტების და ახდენილი ოცნებების წელი იყო.

ძირითადად აღდგენას ფბ-ს პოსტებით ვცდილობ ხოლმე, თუმცა ამჯერად დიდად ვერ დამეხმარა და ცოტა გამიჭირდება ქრონოლოგიის დაცვა.  არც ვიცი რითი დავიწყო, წელს ბევრი რამ შეიცვალა. მოკლედ რომ ვთქვათ გავიზარდე. თუმცა პირად ცხოვრებას თუ შევეხები 2015 წელიც გაცრუებული იმედის და საყვარელი ადამიანების დაკარგვის წელი აღმოჩნდა.

იანვარი : იანვარი პირველი რიცხვიდან მეგობრებთან ერტად დაიწყო და იმდენად კარგად დაიწყო რომ ზედმეტად გულუბრყვილობა იქნებოდა სულ რომ ასე გაგრძელებულიყო.  იანვარი, თებერვალი და მარტი საერთოდ არ მახსოვს რა ხდებოდა, ალბათ საინტერესო არც არაფერი.

აპრილი : აპრილი იყო თვე რომელიც არასდროს დამავიწყდება. როდესაც შენ ვერ მიდიხარ ჯგუფის კონცერტზე ჯგუფი მოდის შენთანო, ხოდა წელს ჯემ ფესტის ფარგლებში ორი ჩემი საყვარელი ჯგუფი ჩამოიყვანეს, აქედან ერთ-ერთი ისეთია, აი ლოყებს რომ იხოკავ და გული რომ მიგდის ვოკალისტის დანახვაზე.

dead by april-ის losing you-ს ლაივში მოვუსმინე, თუმცა ბევრი რამ გადაგვხდა ამ კონცერტზე. თუნდაც ის რომა რ ვიცოდი ვინ მიდიოდა და უნივერსიტეტში აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობრები მიდიოდნენ და მათთან ერთად ავედი, კონცერტი 5სთ-ს მაგივრად 8 საათზე დაიწყო , გარეთ ძალიან ციოდა და საშინელი ტალახი იყო, მოკლედ რომ ვთქვა კონცერტი სოფლის ორღობეში ტარდებოდა :დ

მეორე დღეს Diary of Dreams გამოდიოდა, ეს ის  ჯგუფია ზემოთ რომ აღვნიშნე. აღარასდროს დავცინებ ფანგოგოებს რომლებიც საყვარელი მომღერლის დანახვისას კივიან და არაადეკვატურად იქცევიან, რადგან ჩემდაუნებურად მეც ეგრე ვიქცეოდი იმ დღეს. გამიმართლა და მათთან შესვლა, სურათების გადაღება და ავტოგრაფის ჩამორთმევაც მოვახერხე. ეს იყო ყველაზე კარგი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მართალია სინთეზატორი რომ ვერ დავინახე სცენაზე მივხვდი რომ სტანდარტული ლაივი იქნებოდა მაგრამ რას ვჩიოდი.

მაისი: მაისში დაიწყო ბოდიალობის სეზონი, ვიყავი ქართლში , ასევე იყო წიგნების ფესტივალი და ჩემი ბავშვობის მეგობრის კონცერტები.  დიდად არ გამოირჩეოდა არაფრით. ამ გაზაფხულზეც გავიცანი ადამიანი, რომელიც როგორც ყოველთვის რაღაცებს მპირდებოდა თუმცა მერე როგორც ხდება ხოლმე. შარშან 4 პოსტი დავწერე და მათ შორის ერთი მასზეც. ზოგადად მაშინ ვწერ როცა ვინმე ძალიან მიყვარს ან პირიქით რაღაც ძალიან მაწუხებს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ შარშანდელი პოსტების რაოდენობას, ძალიან ჩვეულებრივი ნაცრისფერი წელი იყო, (meh)- აი ასეთი.

ივნისიდან ბევრი რამ შეიცვალა, იყო 13 ივნისი, რომელზეც აღარ დავიწყებ წერას რადგან ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, და არა მხოლოდ ჩემთვის. რადგან წითელი ჯვრის მოხალისე ვარ უშუალო შეხება მქონდა ყველაფერთან და ძალიან მძიმე სანახავი და გადასატანი იყო ყველა მომენტი. იყო ძალიან ბევრი ინტერვიუ და ჩაწერა 10562720_837586619623754_5508900827508634847_o  IMG_20150615_134746 satnoeba Screenshot_13311428028_936356083073959_3597623614141611514_n

ამ დროს იყო ჰაკათონიც თსუ-ში და ამ სტიქიის გამო გადაიდო.1470313_448795845281148_1456589957592790051_n

შემდეგ იყო ოუფენ ეა , რომელიც წელს ნამდვილად საუკეთესო იყო.  იმის მიუხედავად რომ ჯგუფების უმეტესობა ძალიან მიყვარს არქივი მაინც საუკეთესო იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის.

ოუფენ ეას ტრადიცია არ დაგვირღვევია და ერთ-ერთ დღეს ალექსთან ერთად ვიყავი, it was really gud…

შემდეგ უკვე იყო ზაფხული. კარგი ზაფხული. წელს როგორც იქნა მე და მარიამ ზღვაზე ერთად ვიყავით სასარგებლო იმ მხრივ იყო რომ მარიამის მეგობარმა ბევრი რამის კეთება მასწავლა და ესეც მაგალითად : 

ზაფხული საკმაოდ წყნარი იყო, წელს დაჩი ჩამოვიდა მაიამიდან და ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ყველასთვის.  სექტემბერი უფრო დატვირთული იყო. დავიწყე მუშაობა არაერთგან, იყო ბევრი ბოდიალი. იყო წვრთნები მამკოდაზე IMG_20151024_133159

 

იყო ყაზბეგი , ილიას ტბა, ნეკრესი, გრემი,  

 

ოჯახთან ერთად ვიყავი რაბათში და ვარძიაში.

 

ასე რომ შემოდგომა უფრო საინტერესო აღმოჩნდა. მიყვარს შემოდგომა.

ამ სეზონის მთავრი მოვლენა ჩემი დაბადების დღეა :დ  თან წელს ოქროს დაბადების დღე მქონდა. წინა დღეს ჩემპიონატზე ვიყავი გორში წითელი ჯვრიდან, მესამე ადგილი ავიღეთ და რაც მთავარია დაბ.დღე აღვნიშნეთ ღამის 12-ზე, რასაც არ ველოდი და მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჩემთვის .

IMG_20150921_013932  შემდეგ დღეს უკვე თბილისში გავაგრძელეთ და საუკეთესო დაბადების დღე იყო ჩემთვის, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება დეკემბრამდე, დეკემბერში იყო ორი საახალწლო ფართი, ორივემ ზედმეტად კარგად ჩაიარა, იმაზე კარგად ვიდრე ველოდი, კიდევ ძლივს მეღირსა და გამოვცცვალე ტელეფონი.

ამ წელს არ ვწერ რა მიზნები მაქვს, რადგან როცა რაიმე ძალიან მინდა ის არასდროს გამოდის, თან ვიცი ისედაც არ შევასრულებ. ერთი ვიცი რომ წერას არ გავაგრძელებ, ისიც ვიცი რომ წლევანდელი 2016 წელი ან რადიკალურად კარგი იქნება ჩემთვის ან პირიქით ძალიან ძალიან ცუდი, რადგან არც თუ ისე კარგად დაიწყო. მოკლედ რომ ვთქვათ ცუდად დაიწყო საკმაოდ და იმედი მაქ ასევე არ გაგრძელდება.

რაღაც იქნება …

 

“friends”

ხვალ ფილოსოფიის ფინალური მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი საქმე, მაგრამ მაინც ვაიძულე თავი კონსპექტების მაგივრად პოსტი დამეწერა. ეს პოსტი ასევე 15 წლის ნინიკოს პოსტს გავს, მაგრამ რადგან ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ, ავდგები და რასაც მინდა იმას დავწერ. თან ვფქრობ რომ აქამდეც უნდა დამეწერა.  Continue reading

მე და ის

მე და ერთი გოგო ერთმანეთს სულ არ ვიცნობდით, მაგრამ განსხვავებების პოვნა მაინც ადვილი იყო.

f873725565976d26f26b60f7255391df Continue reading

SAD GIRLS CLUB

სადღაც ნახევარი საათი ვიჯექი და ვუყურებდი თუ როგორ მექანიზირებულად მოქმედებდა ხალხი და ეს მაშინებდა, რადგანაც მეც მათი ნაწილი ვიყავი, მაგრამ მისი გამოჩენისთანავე გაქრა ეს ყველაფერი. ტანში სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა და ადამიანობა ვიგრძენი. Continue reading

დედა, იცი, აქ ისვრიან …

მიხეილ სამხარაძე
26 იანვარი, 1988

დედა, იცი, აქ ისვრიან სულ ისვრიან..მართლა ისვრიან..ეს ტყვიებიც მართლა კლავს..ბიჭები,ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…

დედა,იცი,ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი მეც ვისვრი, დედა დედა ეს ჯოჯოხეთია,სადაც უნდა გადარჩე სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა Continue reading

“შეჯამებაჲ (გასული) წლისაჲ”

და ჰრქუა მან დიდმა , ერთსა წელსა მაინც აწიე ერთი ადგილი და დაწერე პოსტი მსგავსი ამისა , ხოდა რამეთუ მან ჰრქუა მეც ავიღე კლავიატურა და დავიწყე წერაი წერილისაი :

ვეცდები მივყვე ქრონოლოგიურად, თუმცა ვიტყვი იმას რომ ახალ წლის განწყობა დიდიხანია არ მაქვს და სულ ვცდილობ რომ რამით მაინც გავმხიარულდე. წელს 2 სახის ადამიანები ჭამდნენ ტვინს , ვისაც განწყობა არ ჰქონდათ და ისინი ვინც წერდა იმაზე ვისაც განწყობა არ ქონდა. წვიმაზე და თოვლზე წერას და მათზე დამწერებზე წერიდან ახალ დონეზე გადავინაცვლეთ. თუმცა ჰუ ქეარს (დავწერდი ვინ დარდობსთქო მაგრამ ქართულად არ ჟღერს კარგად). თავიდან პოსტის წერა 2014 წლის 31 დეკემბერს დავიწყე მაგრამ დამეზარა და წავშალე მერე 3 იანვარს მივუბრუნდი და კიდევ დამეზარა, ხოდა ახლა ბოლო-ბოლო ვაიძულე თავი რომ დაწყებული საქმე მიმეყვანა ბოლომდე. Continue reading

“ბიფ ბიფ ბოფ

პ.ს  სახელი ვერ შევარჩიე, ვორდპრესი “ლოადინგის” მაგივრად ბიფ ბიფ ბოფ–ს წერს, ასე რომ მარტივად გადაწყდა საქმე სათაურით:  “სათაური”. ბოლოს ერთ წიგნში წავიკითხე როცა ვერ წერ, იმაზე დაწერე როგორ ვერ წერო. ერთ გმირს ეს დაეხმარა შედეგის მიღებაში , თუმცა ცუდია როცა უშედეგოდ წერ. წერ იმას რასაც ვერ წერ. თუმცა აღსანიშნავია რომ ყველა ნაწერს აქვს შედეგი, ძვირფასი დროის დაკარგვაც შედეგია, ცუდი მაგრამ … რას იზამთ ხანდახან ქმედებების ზღვრულ დანახარჯს ვერ გათვლით. Continue reading